ახალი ამბები

მერკელი მიიჩნევს, რომ პუტინის ბირთვულ მუქარას სერიოზულად უნდა მივუდგეთ

28 სექტემბერი, 2022 • 1411
მერკელი მიიჩნევს, რომ პუტინის ბირთვულ მუქარას სერიოზულად უნდა მივუდგეთ

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის მუქარას სერიოზულად უნდა მიიღონ:

„მიიღო სიტყვები სერიოზულად, იგნორირება არ მოახდნო ფიქრით, რომ ეს ბლეფია – ეს არავითარ შემთხვევაში სისუსტის ნიშანი არაა, ეს პოლიტიკური სიბრძნის მანიშნებელია“ ,- აცხადებს ანგელა მერკელი.

როგორც „მედუზა“ წერს, აღნიშნული კომენტარი გერმანელმა პოლიტიკოსმა ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ მუქარაზე გააკეთა.

21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, დასავლეთი აგრესიულ პოლიტიკასა და „ბირთვულ შანტაჟში“ დაადანაშაულა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, „ამოვარდნილმა ქარმა შესაძლოა მიმართულება შეიცვალოს“ და თქვა, რომ რუსეთი „ყველაფერს გააკეთებს“ საკუთარი მოსახლეობის დასაცავად და ეს „ბლეფი არაა“.

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალები ტერიტორიას დაიცავს და შეეძლება ყველა რუსული იარაღის გამოყენებას, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღებისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი