ახალი ამბები

მერკელის თქმით, თანამდებობაზე ყოფნის ბოლოს პუტინზე ზეგავლენის ძალა აღარ შერჩა

25 ნოემბერი, 2022 • 1244
მერკელის თქმით, თანამდებობაზე ყოფნის ბოლოს პუტინზე ზეგავლენის ძალა აღარ შერჩა

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ თავისი ვადის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტზე ზემოქმედების შესაძლებლობას ვეღარ ხედავდა.

მერკელმა Spiegel-ს განუცხადა, რომ მას და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურდათ, 2021 წელს ევროპული საბჭოს ფარგლებში შეექმნათ რუსეთთან დამოუკიდებელი დიალოგის ფორმატი, მაგრამ ვერ შეძლო ამ ინიციატივის გატანა და კოლეგების დარწმუნება, რადგან ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე თანამდებობას ტოვებდა.

ანგელა მერკელი მოსკოვს ბოლოს ეწვია 2021 წლის აგვისტოში. მერკელის თქმით, ამ ვიზიტმა ნათლად აგრძნობინა, რომ ძალაუფლების პოლიტიკის თვალსაზრისით, ის დასრულებულია.

„პუტინისთვის მხოლოდ ძალა არის მნიშვნელოვანი“, — განაცხადა მერკელმა.

ამასთან, ყოფილმა კანცლერმა დაიცვა საკუთარი პოლიტიკა რუსეთის მიმართ. თქვა, რომ მისმა პოზიციამ უკრაინასთან დაკავშირებით მინსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კიევს დრო მოაგებინა, რათა უკეთ დაეცვა თავი რუსი სამხედროებისგან.

ანგელა მერკელის თქმით, არ ნანობს თანამდებობის დატოვების დეკემბერში, რადგან გრძნობს, რომ საჭიროა ახალი მიდგომები, მისი მთავრობა კი ვერ მიაღწევდა წინსვლას არა მხოლოდ უკრაინის კრიზისის, არამედ მოლდოვის, საქართველოს, სირიისა და ლიბიის კონფლიქტების კუთხით, რომელშიც რუსეთი იყო ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი