ახალი ამბები

პოზნერი ამბობს, რომ თბილისში არ დაუჯარიმებიათ

1 აპრილი, 2021 • 797
პოზნერი ამბობს, რომ თბილისში არ დაუჯარიმებიათ

განახლება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოზნერის დაჯარიმების ამსახველი ქვითრის ფოტო გამოაქვეყნა.

რუსეთის “პირველი არხის” ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი აცხადებს, რომ საქართველოში არ დაუჯარიმებიათ.

მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი კარანტინის წესის დარღვევისთვის დააჯარიმა.

“ჩვენგან საერთოდ არავინ ყოფილა დაჯარიმებული”, – განუცხადა პოზნერმა “რია ნოვოსტის”.


რუსეთის “პირველი არხის” ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან  „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.

აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში დღეს დილით გაბრუნდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი