ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დაენიელსონი, რომელიც საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა, დღეს, 28 მარტს, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს ხვდება. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გაიმართება შეხვერები ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან.
“ბედნიერი ვარ, რომ ისევ დავბრუნდი, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა კრიზისის დასაძლევად. ახლა მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ გამოთქვას მზაობა კომპრომისისთვის. კომპრომისი არ არის სისუსტე არც ერთი მხარისთვის. პირიქით, ეს არის სიძლიერე საქართველოს დემოკრატიისთვის. ეს არის ევროპული გზა”, — განაცხადა ელჩებთან შეხვერამდე კრისტიან დანიელსონმა [“რუსთავი 2-ის” თარგმანი].