ახალი ამბები

რომან გოცირიძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

28 მარტი, 2021 • 853
რომან გოცირიძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე კორონავირუსის წინააღმდეგ “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა.

“მქონდა არჩევანი “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერს” შორის. სპეციალურად ავიცერი “ასტრაზენეკათი” გასაგები მიზეზების გამო.
რა მნიშვნელობა აქვს რომლით აიცრები, როცა ორივე კარგია”, — წერს გოცირიძე ფეისბუკზე და ვაქცინაციის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

კორონავირუსზე ვაქცინაცია შეუძლია 65+ ასაკის ადამიანებს საქართველოს მასშტაბით. თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ვაქცინაზე, წაიკითხეთ აქ:

როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი