ახალი ამბები

როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია

26 მარტი, 2021 • 3151
როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია

საქართველოს 18+ წლის მოქალაქეებს კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სპეციალურად შექმნილ ვებსაიტზე booking.moh.gov.ge, ან უშუალოდ იმ სამედიცინო დაწესებულებას დაუკავშირდნენ, სადაც ვაქცინაცია ტარდება. სამედიცინო დაწესებულებების სია იხილეთ ბმულზე.

ნაბიჯი 1: საიტზე შესვლის შემდეგ მოქალაქეს გამოუჩნდება ორი ღილაკი — “მოქალაქე” და “ორგანიზაცია”.

მოქალაქე უნდა გადავიდეს მისთვის განკუთვნილ ბმულზე, ორგანიზაციის წარმომაგენელი კი — ორგანიზაციის (აღნიშნული განკუთვნილია იმ სამედიცინო პუნქტების წარმომადგენლებისთვის, სადაც ვაქცინაცია მიმდინარებს).

ნაბიჯი 2: სერვისის გრაფაში მოქალაქემ უნდა აირჩიოს კონკრეტული ვაქცინა, რომლის გაკეთებაც სურს. 26 მარტის მონაცემებით, კატალოგშია “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” ვაქცინები.

იმის გამო, რომ “ასტრაზენეკას” შენახვა უფრო იოლია, ის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი, “ფაიზერის” ვაქცინის გაკეთება კი მხოლოდ აჭარაში, თბილისსა და იმერეთშია შესაძლებელი.

სასურველი ვაქცინის მონიშვნის შემდეგ უნდა შეარჩიოთ რეგიონი, რაიონი და ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც აიცრებით. ამის შემდეგ ირჩევთ ვაქცინის ჩატარების დროს. ყვითლად მონიშნულია დაკავებული ადგილები, ნაცრისფრად — შესვენების საათები. ვაქცინაციის დროის არჩევის შემდეგ გადადიხართ სხვა ეტაპზე.

ნაბიჯი 3: შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა შეიყვანოთ ვარსკვლავით აღნიშნული პირადი მონაცემები: პირადი ნომერი, დაბადების წელი, სახელი, გვარი და მობილური. ასევე შეგიძლიათ შეავსოთ ელ. ფოსტის გრაფა, მაგრამ ეს სავალდებულო არ არის. მონაცემების შევსების შემდეგ უნდა დააჭიროთ “დადასტურებას”.

ნაბიჯი 4: შემდეგ ეტაპზე გამოგიჩნდებათ ასაცრელად თქვენ მიერ არჩეული სამედიცინო დაწესებულება და თარიღი, რაც საბოლოოდ უნდა დაადასტუროთ ვერიფიკაციის კოდით.

მას შემდეგ, რაც რეგისტრაციას დაასრულებთ, ჯავშნის მონაცემების გადამოწმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჯავნშის კოდით ან/და პირადი ნომრით.

ასევე იხილეთ ვიდეოინსტრუქცია კორონავირუსის ვაქცინაზე დასარეგისტრირებლად:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი