ახალი ამბები

დეპუტატი ლადო კახაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

24 მარტი, 2021 •
დეპუტატი ლადო კახაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ლადო კახაძე კორონავირუსის წინააღმდეგ “ასტრაზენეკას” ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. მან აცრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

როგორც კახაძემ ჟურნალისტებს უთხრა, “ვაქცინა არის ერთადერთი გზა ამ სივერაგის [კორონავირუსის] დასამარცხებლად”.

დეპუტატის თქმით, კარგი განწყობა აქვს და თავს კარგად გრძნობს. მან მოუწოდა ყველას, რომ იხელმძღვანელონ პრაგმატული მიდგომით და ერთად იბრძოლონ კორონავირუსის დასამარცხებლად.

“ვაქცინა დაეხმარება ორგანიზმს, გამოიმუშაოს ანტისხეულოები და გაანადგუროს კორონავირუსი”, — თქვა კახაძემ, რომელიც პროფესიით ექიმია. მან ვაქცინაციისკენ განსაკუთრებით მოუწოდა მედიკოსებს.

“ასტრაზენეკას” ვაქცინით გუშინ, 23 მარტს აიცრა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი