ახალი ამბები

ეკატერინე ტიკარაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

23 მარტი, 2021 • 947
ეკატერინე ტიკარაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე “ასტრაზენეკას” მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა:

“იქნა შევსებული კითხვარი, რომელსაც გავეცი პასუხები. ამ ეტაპისთვის თავს კარგად ვგრძნობ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრი საჩხერის კლინიკაში აცრეს. ამ დროისთვის “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზით 4414 სამედიცინო მუშაკი აიცრა. ვაქცინა 65 წელს ზევით მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი 25 მარტიდან იქნება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი