ახალი ამბები

დეპუტატი კახაძე დაინტერესდა, შეუძლია თუ არა საქართველოს, ინვესტიციები ჩადოს სხვა ქვეყნებში

6 ოქტომბერი, 2022 • 756
დეპუტატი კახაძე დაინტერესდა, შეუძლია თუ არა საქართველოს, ინვესტიციები ჩადოს სხვა ქვეყნებში

პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მოსმენისას „ქართული ოცნების“ წევრი ლადო კახაძე დაინტერესდა, ქართული მხარე თუ მუშაობს უცხო ქვეყნებში ინვესტიციების ჩადებაზე.

ამის შესახებ მან ეკონომიკის მინისტრ  ლევან დავითაშვილს ჰკითხა და აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს უცხო ქვეყნებში ინვესტიციების ჩადების პოტენციალი აქვს.

„თქვენ ბრძანეთ და ძალიან დამაიდებელი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვი – რეკორდულ რიცხვზე გავედით. ინვესტიციას არავინ ჩადებს, თუ იმის სტაბილურობის გარანტიას არ შეისწავლის და ეს გარანტიები მან მოიპოვა. თქვენ ბრძანეთ, რომ მილიარდიანია ის სექტორები, სადაც ინვესტიცია განთავსდა და იქნებ გვითხრათ რომელ სექტორში რა პროცენტულობით განთავსდა ეს დიდი, საინტერესო რესურსი?

ჩვენ თავად თუ გვაქვს სურვილი ან ვმონაწილეობთ ჩვენი ინვესტიციით იმ ბაზარზე, სადაც საინტერესო პროექტი შეიძლება და ამისი რესურსი თუ გაგვაჩნია, ან თუ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ ჩვენი რესურსი ჩავდოთ სხვა ქვეყნის საინტერესო პროექტებში და დიდი მოგება მივიღოთ? გვაქვს ჩვენ ამის პოტენციალი“, – იკითხა ლადო კახაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი