ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 23 მარტს, საჩხერეშიე კატერინე ტიკარაძე Covid-19-ის ვაქცინას გაიკეთებს.
საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრა 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იცრება, თუმცა მათი მხირდან აქტივობა საკმაოდ დაბალია. 22 მარტის მდგომარეობით ვაქცინა 3843-მა სამედიცინო პერსონალმა გაიკეთა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ 25 მარტიდან 75 და 65 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები კორონავირუსზე ვაქცინაციას შეძლებენ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პარალელურად გაგრძელდება სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების იმუნიზაციაც, თუმცა 25 მარტის შემდეგ ისინი ვეღარ ისარგებლებენ მათთვის განკუთვნილი რიგის მართვის კომპონენტით.
2021 წლის თებერვალში NDI/CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევით 53 პროცენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინით არ აიცრება, 35% აცრაზე თანახმაა, ხოლო 12-მა პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.