ახალი ამბები

“აშშ-ის პრეზიდენტი და ბლინკენი უნდა ჩაერთონ” — მაკფოლი კრიზისზე საქართველოში

19 მარტი, 2021 • 1610
“აშშ-ის პრეზიდენტი და ბლინკენი უნდა ჩაერთონ” — მაკფოლი კრიზისზე საქართველოში

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი, რომელიც 2014 წლიდან აღარ იკავებს ოფიციალურ თანამდებობას, საქართველოში ევროკავშირის მედიაციის მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას ეხმაურება.

მაკფოლი ამ ვითარებაში აშშ-ის მეტი ჩართულობის საჭიროებაზე საუბრობს.

“არ არის კარგი. საჭიროა აშშ-ის პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივან ბლინკენისა და ჯეიკ სულივანის (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლი) უფრო მეტი ჩართულობა”, – წერს მაკფოლი Twitter-ზე.

მოლაპარაკებების მედიაციისთვის კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში მან არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”. 17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი