ახალი ამბები

“პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია” – რატიანი ახალციხელ ექთანზე

19 მარტი, 2021 • 801
“პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია” – რატიანი ახალციხელ ექთანზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 27 წლის ექთნის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა გრძელდება.

“ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა სავარაუდოდ, გამოწვეულია როგორც ანამნეზიდან ირკვევა ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხარათ რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით,”-აცხადებს რატიანი.

ახალციხელ ექთანს “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ, 18 მარტს, დაუფიქსირდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინვე გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი