ახალი ამბები

ლევან ჯღარკავა განვითარების ფონდის ხელმძღვანელად დანიშნეს

10 მარტი, 2021 •
ლევან ჯღარკავა განვითარების ფონდის ხელმძღვანელად დანიშნეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი – ლევან ჯღარკავა ჰყავს.

ჯღარკავა მანამდე დიდუბის რაიონის გამგებელი იყო, იქამდე მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს ხელმძღვანელობდა, მათ შორის, აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟისას

რაც შეეხება განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს  – ალექსანდრე ტოგონიძეს, კახა კალაძემ თქვა, რომ ის ბიზნესსფეროში გადავიდა.

„ალექსანდრე ტოგონიძე, რომელიც დღემდე თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, კერძო სექტორში, ბიზნესში გადადის. მინდა, მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის და წარმატებები ვუსურვო. ფონდის დირექტორის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ლევან ჯღარკავას კანდიდატურას, რომელიც დღემდე დიდუბის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. მინდა, მასაც წარმატებები ვუსურვო.

ლევან ჯღარკავას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ბევრი მიმართულებით საქმიანობდა, ხელმძღვანელობდა დიდ კომპანიებს და, დარწმუნებული ვარ, ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ალექსანდრე ტოგონიძე იყო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

მასალების გადაბეჭდვის წესი