ახალი ამბები

კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო სახალხო დამცველის მოსაზრებას მოისმენს

2 მარტი, 2021 • 566
კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო სახალხო დამცველის მოსაზრებას მოისმენს

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს 3 მეგობრის – სახალხო დამცველის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის (იგივე EMC, თამთა მიქელაძე) და საქართველოს უნივერსტეტთან არსებული კვლევითი ინსტიტუტის – მოსაზრებებია წარდგენილი.

საქმის არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, სასამართლოს მეგობრების წარდგენილი მოსაზრებები არ დაერთოთ საქმისთვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებებს წარმოადგენდა და არ ჩანდა, რომ მოსაზრებების ავტორები სრულად იცნობდნენ საქმეს.

მოსამართლის თქმით, სახალხო დამცველს აქვს მზაობა, სასამართლოზე ზეპირი განმარტებითაც წარდგეს და მას ამის საშუალება მიეცემა. მოსამართლემ ასევე მზადყოფნა გამოთქვა, განიხილოს დანარჩენი ორი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ზეპირი მოსმენის საკითხიც, თუ ავტორებს ამის სურვილი ექნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი