ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისის პოზიცია სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საკითხთან დაკავშირებით უცვლელია.
“ჩვენ ვერანაირი ფორმით ვაღიარებთ ე.წ. სახელმწიფოებს. აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერ იქნება ვერანაირი ფორმით აღიარებული. შესაბამისად, მათთან ვერანაირი ხელშეკრულება ვერ დაიდება. და ეს იქნება ეს პოზიცია, რომელსაც სპეციალური წარმომადგენელიც გამოხატავს”, – თქვა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
კობახიძეს ჰკითხეს, რა იქნება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გზავნილი კრემლის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ თბილისმა ცხინვალთან და სოხუმთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება უნდა გააფორმოს.
