ახალი ამბები

“კოვაქსთან გაუგებრობა ამოწურულია” — თამარ გაბუნია

2 მარტი, 2021 • 768
“კოვაქსთან გაუგებრობა ამოწურულია” — თამარ გაბუნია

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, საქართველომ “კოვაქს” პლატფორმას უჩივლოს, ტიკარაძის მოადგილე თამარ გაბუნიამ “კოვაქსთან” თანამშრომლობის ასპექტები განმარტა. მისივე თქმით, გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია.

“რაც შეეხება კოვაქსთან თანამშრომლობის ნაწილს: რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, ჩვენ გვაქვს უფლება, გამოვხატოთ ჩვენი უკმაყოფილება გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით. ეს კომუნიკაცია მოხდება კოვაქსთანაც და კოვაქსის პარტნიორებთანაც, რომელიც გახლავთ ვაქცინების გლობალური ალიანსი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ ვფიქრობთ, გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია და თანამშრომლობა გაგრძელდება მიმდინარე რეჟიმში”,  — განუცხადა ჟურნალისტებს თამარ გაბუნიამ დღეს, 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინის პირველი დოზები მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. ვაქცინის მისაღებად კი სამი გზა არსებობს: კოვაქსის პლატფორმა (ჯანმოს ბაზაზე შექმნილი პლატფორმა), ევროკავშირთან მოლაპარაკება, ბილატერული შეთანხმება (უშუალოდ მწარმოებელთან).

ტიკარაძე არ გამორიცხავს, საქართველომ COVAX პლატფორმას უჩივლოს

მასალების გადაბეჭდვის წესი