ახალი ამბები

“ალდეს” პრეზიდენტი “ოცნებას” ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს

23 თებერვალი, 2021 • 522
“ალდეს” პრეზიდენტი “ოცნებას” ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს

“ალდეს” პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს ნიკა მელიას ძალისმიერი დაკავების გამო. ის “ოცნებას” ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს:

“ღრმად ვარ შეშფოთებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას ძალისმიერი დაკავების გამო პარტიის ოფისში რეიდით, რომლის დროსაც ცრემლსადენი გაზი იქნა გამოყენებული. მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში, ამ მძიმე დროს, ძალის გამოყენება, პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავება და განსხვავებული აზრის ჩახშობა არ არის ის გამოსავალი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ.

მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ და პოლიტიკური განსხვავებების პარლმაენტში გადაწყვეტისკენ, ნაცვლად ოპოზიციის ლიდერები დაუსაბუთებელი დაკავებებისა. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, ოპოზიციასთან ერთობლივი მუშაობით დათქვას ახალი თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების თარიღი და მოვუწოდებთ ევროკავშირის ლიდერებს, ეს მესიჯი გაახმიანონ”, — წერს ჰანს ვან ბაალენი.

ნიკა მელია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი