ნეტგაზეთი | ნიკა მელია დააკავეს ნიკა მელია დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

ნიკა მელია დააკავეს

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისის შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ენმ-ის ოფისთან დილიდან პოლიციელები და მაშველები არიან მობილიზებული. ადგილზე ასევე მიიტანეს სპეციალური სახანძრო კიბე, რომლითაც პოლიციელები შენობის სახურავზე ავიდნენ და ოფისში ამ გზით შეაღწიეს.

„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო”, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 18 თებერვალს მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობდა, რომ ვერ იტყოდა ზუსტად, თუ როდის დააკავებდნენ მელიას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებს, რომ პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემს და ასევე იმასაც, რომ სურვილის შემთხვევაში ოფისს თავისუფლად

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი