ახალი ამბები

“პირველი, ვინც დაზარალდა, არის ქართველი ხალხი” — რასმუსენი ენმ-ის ოფისის შტურმზე

23 თებერვალი, 2021 • 960
“პირველი, ვინც დაზარალდა, არის ქართველი ხალხი” — რასმუსენი ენმ-ის ოფისის შტურმზე

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ტვიტერზე შემაშფოთებელს უწოდებს ნიკა მელიას დასაკავებლად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შტურმს.

“ძალიან შემაშფოთებელია, რაც დღეს საქართველოში მოხდა. პირველი, ვინც დაზარალდა, არის ქართველი ხალხი. მოვუწოდებ საქართველოს თავშეკავებისკენ და არა უკან დახევისკენ. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც იცავს კანონის უზეანესობასა და დემოკრატიას საქართველოში”, — წერს რასმუსენი ტვიტერზე.

ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისის შტურმი პოლიციამ დღეს, 23 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო.

ნიკა მელია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი