ახალი ამბები

საქართველოსა და უკრაინაში ნატოში ადგილს დავპირდით, დროა ეს შევასრულოთ – რასმუსენი

3 იანვარი, 2022 • 1932
საქართველოსა და უკრაინაში ნატოში ადგილს დავპირდით, დროა ეს შევასრულოთ – რასმუსენი

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდრეს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ დროა 2008 წელს დადებული პირობა შესრულდეს და საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდნენ.

რასმუსენის წერილს გამოცემა Politico ავრცელებს.

„ჩვენ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინას დავპირდით ადგილებს ნატოში, დროა, რომ ჩვენ შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა ამ დაპირების შესასრულებლად.

თუ საჭიროა, ჩვენ ეს შეგვიძლია დამატებითი ჩანაწერით, რომელიც იტყვის, რომ ნატოს მე-5 მუხლი მხოლოდ კიევისა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება, მაგრამ ნატოს არ შეიძლება ჰქონდეს ღია კარის გაფართოების ისეთი პოლიტიკა, რომელიც პუტინს საშუალებას მისცემს კარისკაცი იყოს,“ – წერს რასმუსენი.

ამავე წერილში რასმუსენი წერს, რომ მხოლოდ პუტინმა იცის, შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში – „მაგრამ თუ ეს ასე მოხდება, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უკრაინაში და დავაწესოთ ისეთი ეკონომიკური სანქციები, რომელიც მნიშვნელოვნად დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას“. მათ შორის, რასმუსენი ასახელებს Nord Stream 2 გაზსადენი პროექტის გაუქმებას.

წაიკითხეთ ასევე:

აპატურაი: არარეალისტურია საქართველოს ნატოში გაწევრება მეხუთე მუხლის ნაწილობრივ მოქმედებით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი