ახალი ამბები

ივანიშვილის სარდლები პუტინივით და ლუკაშენკოსავით იქცეოდნენ — პავილიონისი

23 თებერვალი, 2021 • 797
ივანიშვილის სარდლები პუტინივით და ლუკაშენკოსავით იქცეოდნენ — პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

“როგორც ჩანს, მართალი ვიყავი მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებმა ლიეტუვაში და, რა თქმა, უმაღლესი ტრიბუნის მქონე პირებმა საქართველოს ხელისუფლებაში გამაკრიტიკეს მცდელობის გამო, შემეჩერებინა, რაც ახლა ხდება. ენმ-ის სათავო ოფისზე შტურმი მოხდა გაზის გამოყენებით ისე, როგორც ერთხელ პუტინმა გააკეთა. ოპოზიციის ლიდერი დააკავეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამდა, ივანიშვილის სარდლები პუტინივით და ლუკაშენკოსავით იქცეოდნენ”, — აცხადებს პავილიონისი.

ის ამბობს, რომ აუცილებელია მსოფლიომ ხმა აიმაღლოს და მიმდინარე პროცესების დარეგულირებაში ჩაერთოს.

“მე ვესაუბრებოდი მსოფლიოს გუშინ, მან უნდა უპასუხოს დღეს”, — ამბობს იგი.

Atrodo, visgi, buvau teisus, nors kai kas Lietuvoje ir žinoma, valdantieji iš aukštų tribūnų Tbilisyje, mane kritikavo,…

Posted by Žygimantas Pavilionis on Monday, 22 February 2021

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისის შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ნიკა მელია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი