ახალი ამბები

“ყურადღება უნდა გამახვილდეს მელიას წინააღმდეგ ავტორიტატულ ტონზე” – პავილიონისი ბლინკენს

22 თებერვალი, 2021 • 854
“ყურადღება უნდა გამახვილდეს მელიას წინააღმდეგ ავტორიტატულ ტონზე” – პავილიონისი ბლინკენს

ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც თბილისში იმყოფება და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბკლინკენს მიმართავს.

პავილიონისის თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა მმართველისა, საჯაროდ გამოთქვა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზაობა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართავს, რომ ყურადღება ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ და ავტორიტარულ ტონზე გაამახვილოს:

“ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა “ქართული ოცნებისა”, საჯაროდ დადო პირობა, რომ მზად არიან მშვიდობიანი დიალოგისთვის. ბატონო ბლინკენ, დემოკრატული სახელმწიფოების ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს აგრესიულ და ავტორიტარულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ”, — აცხადებს ჟიგიმანტას პავილიონისი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი