ახალი ამბები

შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდამდელი არჩევნებია – უდუმაშვილი

18 თებერვალი, 2021 • 539
შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდამდელი არჩევნებია – უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე მიუთითებს და ამ კრიზისიდან ქვეყანას მხოლოდ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს:

“ფაქტია, ხელისუფლების მთლიანად ჩამოშლის პროცესი გვაქვს. ეს პროცესი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს “ქართული ოცნების” შიგნით და ამას უყურებდა ჩვენი საზოგადოება. მაგრამ გიორგი გახარიას გადადგომა არის საბოლოო წერტილი იმ რღვევის პროცეში, რომელიც პრაქტიკულად დასასრულს უახლოვდება. სახეზე გვაქვს უმძიმესი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სახელისუფლებო კრიზისიც პრემიერის გადადგომის შემდეგ. ახლა, მგონი, ამაში ყველა დარწმუნდა, ყველაზე დიდი სკეპტიკოსიც კი, რომ დღეს შექმნილი ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი სწორედ ხელახალი, ვადამდამდელი არჩევნებია. სწორედ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან”,-აცხადებს უდუმაშვილი.

გახარიამ გადადგომის შესახებ დღეს, 18 თებერვალს ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება]  უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე” ,– თქვა გახარიამ.

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი