ახალი ამბები

ბაზრობები 8 თებერვლიდან გაიხსნება – გახარია

4 თებერვალი, 2021 • 759
ბაზრობები 8 თებერვლიდან გაიხსნება – გახარია

საქართველოს მასშტაბით ბაზრობები 8 თებერვლიდან გაიხსნება. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავსა და ქუთაისშიც.

გარდა ამისა, 8 თებერვლიდან, ორშაბათიდან, ასევე სრულად ამოქმედდება ბაზრობები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღევანდელ ბრიფინგზე გახარიამ ასევე განაცხადა, რომ 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ყველგან გაიხსნება სკოლები, ასევე, კვების ობიექტები მუშაობის განახლებას ღია სივრცეში შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი