ახალი ამბები

კორონავირუსი: დადებითობის მაჩვენებელი 7 დღის მანძილზე 3.79%-ია

4 თებერვალი, 2021 • 495
კორონავირუსი: დადებითობის მაჩვენებელი 7 დღის მანძილზე 3.79%-ია

საქართველოში კორონავირუსის ტესტების დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში 3.79%-ია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც უწყება წერს, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 605 კვლევა ტესტით და დადასტურდა 583 შემთხვევა.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.79%“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

დადებითობის მაჩვენებლის შემცირება ერთ-ერთი წინაპირობაა, მთავრობამ დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქოს.

საქართველოში კორონავირუსის 260 480 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 251 748 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 240 გარდაიცვალა.

წაიკითხეთ ასევე:

8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

მასალების გადაბეჭდვის წესი