8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება. გახარიას თქმით, ორშაბათიდან ამუშავდება როგორც ავტობუსები და მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ შეზღუდვები ძალაში იქნება შაბათ-კვირას. ასევე, როგორც “ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ ეტაპზე არ იგეგმება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გახსნა.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed