ახალი ამბები

ჩხოროწყუში მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

3 თებერვალი, 2021 • 531
ჩხოროწყუში მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ჩხოროწყუში, მუნიციპალიტეტის მერიასთან, მერის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუში მეშვიდეკლასელ მოსწავლეებს მერიის საპირფარეშოები მოახეხინეს. ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები დღეს უწყებასთან შეიკრიბნენ და მერის გადადგომა მოითხოვეს.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, მომხდარზე პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ეკისრება მერიას და, მართალია, ბავშვებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება შეუძლებელია, შემთხევაში მონაწილე ყველა პირმა პასუხიმსგებლობა უნდა აიღოს.

„ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს, რომ ზომები მიიღონ, ჩხოროწყუს მერი სხვა რაღაცებითაა დაკავებული“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „მთავარ არხთან“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მერიასთან მსგავსი მოთხოვნით აქცია გაიმართა. ოპოზიციის წევრებმა საპროტესტო შეკრება რამდენიმე დღის წინაც გამართეს.


რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მე-7 სკოლის მოსწავლეებს მერიის ტუალეტი მოახეხინეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიებაც იძულების მუხლით. ამავე თემაზე წაიკითხეთ:

გახარია ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტს “უმძიმესად აღმაშფოთებელს” უწოდებს

ჩხოროწყუში მეშვიდეკლასელებს მერიის ტუალეტი მოახეხინეს – დაწყებულია გამოძიება

გარეკანი ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი