ახალი ამბები

ჩხოროწყუში ხანძარი იყო – სამაშველოს ინფორმაციით, ცეცხლის კერები ლიკვიდირებულია

2 ნოემბერი, 2023 • 963
ჩხოროწყუში ხანძარი იყო – სამაშველოს ინფორმაციით, ცეცხლის კერები ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე ხანძარი იყო. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერები ლიკვიდირებულია.

“მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმესაათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროება აღკვეთეს, შემდგომში კი ხანძრის სრულად ლიკვიდირება შეძლეს”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი იყო ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი