ახალი ამბები

“რეანიმატოლოგები, მიმღების და სასწრაფოს ექიმები” – ვის შეხვდება COVID-ის ვაქცინა პირველს

3 თებერვალი, 2021 • 828
“რეანიმატოლოგები, მიმღების და სასწრაფოს ექიმები” – ვის შეხვდება COVID-ის ვაქცინა პირველს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ ვის შეხვდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველ ეტაპზე. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ “ფაიზერის”  ვაქცინა, რომელსაც ქვეყანა თებერვლის ბოლოსკენ ელოდება, დაახლოებით 14 000 ადამიანს ეყოფა, რაც საკმარისი არაა სრულად სამედიცინო სფეროს მუშაკების ასაცრელად.

აქედან გამომდიანრე, გამყრელიძის თქმით, შეიქმნა პლატფორმა, სადაც კლინიკები დაწესებულების თანამშრომლებს აფასებენ ინფიცირებულებთან შემხებლობის მიხედვით მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის პირებად.

ამასთან, ინფიცირებიდან 3 თვის მანძილზე არ აიცრებიან ის სამედიცინო მუშაკები, რომლებსაც დაავადება გადატანილი აქვთ:

“7%-მდე არის ინფიცირებული ჩემი კოლეგების. ეს ადამიანები, ვისაც გადატანილი აქვთ, დღეს მოეწერება ბრძანებას ხელი, გადატანიდან 3 თვის განმავლობაში არ აიცრებიან. იქიდან გმაომდინარე, რომ ამ 14 000 ადამიანის სამყოფი დოზა ვერ მოიცავს სრულად სამეციდინო მუშაკებს, მეორე ეტაპზე რაც შემოვა, ასტრაზენეკა, მარტის განმავლობაში ის უფრო სოლიდური დოზები იქნება, 180- დან 300 ათასამდე, იქაც პირველ ჯერზე სამედიცინო მუშაკები აიცრებიან”,  – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, “ფაიზერის” ვაქცინით აცრები მხოლოდ კლინიკებში მოხდება. ვაქცინის დასასაწყობებლად კი 10 ჰოსპიტალია შერჩეული, რომელთაგან 6 თბილისში, 2-2 კი ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს:

‘”ფაიზერის ვაქცინით აცრა იქნება მხოლოდ კლინიკებში, ჰოსპიტლებში. ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 10 ასეთი ჰოსპიტალი და კიდევ 5 სარეზერვო. აქედან, თუ არ ვცდები, 5-6 თბილისშია და 2-2 – ქუთაისსა და ბათუმში. რატომ ამ სამ ქალაქში? იმიტომ, რომ ფაიზერს სჭირდება შესანახად -70, -80 გრადუსი. ეს საშუალებები გვაქვს დავადებათა კონტორლის ცენტრს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. შემოსვლის შემდეგ ეს დასაწყობდება ამ სამ ქალაქში გარკვეული პროპორციით. ამ ვაქცინის შენახვა დალღობის შემდეგ 5 დღეა შესაძლებელი 2-8 გრადუსამდე ტემპერატურაზე”, – აღნიშნავს გამყრელიძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის შესაბამის პლატფორმაზე 30 000 ადამიანის მონაცემია ატვრთული და დღის ბოლომდე მონაცემების გაგზავნას ყველა კლინიკა დაასრულებს. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ რისკის ჯგუფად ფასდებიან ე.წ. კოვიდ კლინიკების რეანიმატოლოგები, მიმღების და სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ყველაზე ხშირად აქვთ შეხება კოვიდ ინფიცირებულებთან, რის გამოც საწყის ეტაპზე მათი ვაქცინაცია მოხდება:

“ყველა საავადმყოფო ტვირთავს პერსონალის მონაცემებს. გუშინდელი რიცხვით, 30 000-მდე ადამიანის მონაცემები იყო ატვირთული. დღის ბოლომდე უნდა ატვირთონ ყველა და გააკეთონ დიფერენცირება. მაღალი რისკის ძირითადად არიან კოვიდ კლინიკების თანამშრომლები და იმათში, პირველ რიგში, რეანიმატოლოგები, ინტენსიური თერაპიის, მიმღების და სასწრაფოს ექიმები, ვისაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ კოვიდ ინფიცირებულებთან”, – აცხადებს გამყრელიძე.

ვიდრე ვაქცინა საქართველოში ჩამოვა, გამყრელიძის თქმით, დაიწყება 40 ბრიგადის ტრენინინგი. მისი თქმით, თითო ბრიგადაში 3 ადამიანი შედის, მათ შორის ექიმი, რომელიც ვაქცინის მიმღებებს სპეციალური კითხვარის მეშვეობით გამოკითხავს, ამცრელი და რეგისტრატორი:

“40 ბრიგადის ტრენინგი დაიწყება. თითო ბრიგადაში შედის 3 ადამიანი. ეს გახლავთ ექიმი, რომელიც სპეციალური კითხვარის მიხედვით ეკითხება მოქალაქეს ანამნეზის მიხედვით, ამცრელი და რეგისტრატორი”, – ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საქართვლეოში უკვე შემოტანილია 50 000 ერთეული სპეციალური შპრიცი, რომელიც “ფაიზერის” ვაქცინისთვის არის საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი