ახალი ამბები

უკვე შეგროვდა კარტოგრაფების გირაოსთვის საკმარისი თანხა ₾40 000 – მაქარაშვილი

28 იანვარი, 2021 • 2061
უკვე შეგროვდა კარტოგრაფების გირაოსთვის საკმარისი თანხა ₾40 000 – მაქარაშვილი

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს თანხა უკვე შეგროვებულია.

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლად გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 28 იანვარს მიიღო.

სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სანაცვლოდ ცალ-ცალკე გირაო 20-20 ათასი ლარი შეუფარდა. „სირცხვილიამ“ მალევე გადაწყვიტა, რომ მათ გირაოს თანხას შეუგროვებდა.

რამდენმე საათში, 20:40 საათისთვის, მაქარაშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ საკმარისი თანხა უკვე მოგროვილია და მოქალაქეებს მოუწოდა, ამ მიზნით ნუღარ ჩარიცხავენ მითითებულ ანგარიშებზე თანხას.

ანგარიშის ნომრის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა! ?

მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს! ✊

Posted by სირცხვილია • Shame Movement on Thursday, January 28, 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი