ახალი ამბები

წამლების ფასს მოსახლეობა ჯანდაცვის ყველაზე დიდ პრობლემად ასახელებს – NDI

25 იანვარი, 2021 • 892
წამლების ფასს მოსახლეობა ჯანდაცვის ყველაზე დიდ პრობლემად ასახელებს – NDI

NDI-ს ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ წამლების ფასი ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი პრობლემაა.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მოქალაქეებს ჰკითხეს, თუ რას დაასახელებდნენ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად – მათი უმეტესობა, 46% ასახელებს წამლების საფასურს. წამლების შემდეგ ყველაზე პრობლემურ საკითხად მოქალაქეები პანდემიასთან გამკლავებას ასახელებენ.

ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ 2020 წლის აგვისტოში მთავარ პრობლემად წამლებს ასახელებდა მოსახლეობის 56%, თუმცა ამავე თვეში არ გამოკვლეულა მოქალაქეთა დამოკიდებულება პანდემიის მიმართ.

წამლების ფასის გარდა, ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებად ასევე დასახელდა საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა კორონავირუსის დროს, სამედიცინო მუშაკთა პროფესიონალიზმი, ექიმთან ვიზიტების საფასური და სხვა.

ქალაქებსა და სოფლებს შორის მოქალაქეთა პასუხები ასე გადანაწილდა:

სქრინი NDI-ს კვლევიდან


დღეს, 25 ინვარს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი