ახალი ამბები

“დემონსტრაციულად ვარღვევ თვითიზოლაციის წესს” – გიორგი ვაშაძე

24 იანვარი, 2021 • 1085
“დემონსტრაციულად ვარღვევ თვითიზოლაციის წესს” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მან დემონსტრაციულად დაარღვია თვითიზოლაციის წესი და აშშ-დან დაბრუნების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მივიდა.

“ბატონო გახარია, პერსონალურად, სიმბოლურად და დემონსტრაციულად ვარღვევ თქვენ მიერ დაწესებულ წესს – არა ვარ სახლში, ვარ გარეთ. ხელში მიჭირავს ტესტის პასუხი, რომლითაც ჯანმრთელი ვარ და მითხრარით, რატომ უნდა ვიჯდე სახლში?” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, გონივრული წესები და შეზღუდვები უნდა დარჩეს, თუმცა არა ისეთი ტოტალური, როგორც ახლაა.

ეს განცხადება ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გააკეთა, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავრობას სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვის მოსახსნელად 48 საათს აძლევენ.

“ჩვენი მოთხოვნაა სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა, იმ უტოპიური შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ყველას აზარალებს. ახლა ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, თუ ხელისუფლებამ არ შეისმინა ეს ყველაფერი. პიკეტირება ერთ-ერთ ვერსიად განიხილება და 48 საათში დაანონსდება ყველაფერი”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გეგა სალუქვაძემ.

“გახსენით ქვეყანა!” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი