ახალი ამბები

“გახსენით ქვეყანა!” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

24 იანვარი, 2021 • 1662
“გახსენით ქვეყანა!” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერით: “გახსენით ქვეყანა”, “შეწყდეს კომენდანტის საათი”, “აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი”, “გახსენით მთის კურორტები”.

აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ადამიანები, ვისაც შეზღუდვები შეეხო, სამოქალაქო აქტივისტები, ასევე, წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიებიდან: “გირჩი – მეტი თავისუფლება”, ენმ, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”.

„ჩვენთვის მიუღებელია ის არაპროპროციული შეზღუდვები, რომლებიც მთავრობას აქვს დაწესებული პანდემიასთან ბრძოლის მოტივით. მაშინ, როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს შეზღუდვების გონივრულ შემსუბუქებაზე, გამოსავალი ერთიანი სახალხო პროტესტია”, – აცხადებენ “ევროპულ საქართველოში”.

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, დღეს არსებული შეზღუდვებიდან ყველაზე აბსურდულია ე.წ. კომენდანტის საათი.

“გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იყოს აქ. თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, ეს დაარტყამს ყველას სათითაოდ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, დღეს გამაფრთხილებელი აქცია, თუმცა პროტესტი გაგრძელდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი