ახალი ამბები

თავდაპირველად 10 ათასი ადამიანისთვის სამყოფ დოზას ველოდებით – გაბუნია ვაქცინებზე

18 იანვარი, 2021 • 1153
თავდაპირველად 10 ათასი ადამიანისთვის სამყოფ დოზას ველოდებით – გაბუნია ვაქცინებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში პირველ ეტაპზე, 10 ათასი ადამიანის სამყოფ ვაქცინის დოზას ელოდებიან.

საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინაზე, რომელიც 2-ჯერ უნდა გაკეთდეს.

მანამდე გაბუნიამ განმარტა, რომ საქართველო ინფრასტრუქტურულად მზადაა მიიღოს სამივე ვაქცინა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (ჯანმო) და სხვა მკაცრი მარეგულირებლების დასტური აქვთ.

ეს სამი ვაქცინა სამ ფარმაცევტულ კომპანიას – „ფაიზერს“; „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ ეკუთვნის.

საქართველო ვაქცინებს „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით მიიღებს. „კოვაქსის“ პლატფორმას ჯანმო კურირებს. 

„რაც შეეხება ვადებს, პირველ ეტაპზე – 2021 წლის პირველ კვარტალში.. ამასთან დაკავშირებით „კოვაქსის პლატფორმასთან“ უკვე გასული 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს მოლაპარაკება, პირველი დოზების მიღების თაობაზე, პირველ კვარტალში.

ამისთვის სამინისტრომ უკვე გააგზავნა წერილი პარასკევს. 18 იანვარს ანუ დღეს იყო ბოლო ვადა ინტერესის გამოხატვის და დადასტურების, რომ ქვეყანას შეუძლია, ხვალვე რომ იყოს ხელმისაწვდომი, დაიწყოს ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით, ეს პროცესი დაიწყოს. ეს კონკრეტული წერილი კოვაქსის პლატფორმაში შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას და ამ ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში.

თუმცა, ასევე არ გამოვრციხავ იმას, რომ შესაძლოა მსგავსი ინტერესი და შემოთავაზება, მივიღოთ პირველ კვარტალშივე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის თაობაზე. მთავარია ის, რომ ქვეყანას აქვს როგროც მარეგულირებელი მზაობა, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის  დაწყებისთვის მომდევნო 2 თვის განმავლობაში, რაც იქნება პირველი კვარტალის პირობებში,“ – ასე განმარტა დღეს არსებული სიტუაცია გაბუნიამ ჟურნალისტებთან. გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანამ თავის მხრივ „კოვაქსის“ მიერ დაყენებული ყველა პირობა შეასრულა. შემდეგი ეტაპი კი „კოვაქსის“ თანხმობა და ზუსტი ვადების მოწოდებაა.

ის დასძენს, რომ თავად „კოვაქსის“ ინტერესებშია საქართველოსა და რეგიონში ვაქცინაცია დროულად დაიწყოს.

რაც შეეხება დოზებს, ის ამბობს:

„ჩვენ კოვაქსის პლატფორმაში, როგორც იცით, შეკვეთილი გვაქვს დოზა მოსახლეობის 20%-ითვის, ეს არის მილიონ ნახევარი დოზა, თუმცა, ამის ერთბაშდ მოწოდება არ მოხდება, ეს იქნება ეტაპობრივად და ქვეყანა რომ აითვისებს პირველ ნაწილს, დავუშვათ 50 ათას დოზას, შემდეგ მოვა დანარჩენი დოზები, იქამდე ვიდრე სრულიად არ ამოიწურება 20% ანუ წყვეტა, იმაში, რომ ჩვენ მოთხოვნა გვაქვს, მაგრამ ვაქცინა არ არის – ასეთი არ იქნება.

რაც შეეხება პირველ საწყის ეტაპს, „ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებაში, აქ არის უფრო შეზღუდულ ჯგუფზე საუბარი, დაახლოებით, 20 ათას დოზაზე ვვარაუდობთ ჩვენ, რაც იქნება, რომ გავანახევროთ 10 ათასი სამიზნე ჯგუფისთვის, რაც იქნება ჯანდაცვის პროფესიონალები. ესეც არის ერთ-ერთი მოთხვნა, რომელიც კოვაქსის მხრიდან დგება, ვინ უნდა მიიღოს პირველი დოზა ვაქცინის,“ – ამბობს გაბუნია.

ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე:

თუ ფაიზერის ვაქცინა შემოვა, აცრა თბილისში, ბათუმში და ქუთაისში ჩატარდება – გაბუნია

მასალების გადაბეჭდვის წესი