ახალი ამბები

რემდესივირი უკვე საქართველოშია – ტიკარაძე

17 დეკემბერი, 2020 • 1340
რემდესივირი უკვე საქართველოშია – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ რემდესივირი, რომლითაც კოვიდინიფიცრებულებს კორონავირუსით გამოწვეულ რიგ სიმპტომებს კურნავენ, უკვე საქართველოშია.

„ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. გუშინ ჩამოფრინდა ის პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდებოდა. დღეს საქართველოში უკვე არის რემდესივირი, რომელიც ბატონ თენზიგ ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომელზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატი ეფექტური და უსაფრთოა“, – ამბობს ტიკარაძე.

რემდესივირის გამოყენება/არგამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ვირუსის გავრცელების დასაწყისიდან მალევე დაიწყო დისკუსია. ამ პრეპარატის გამოყენებას ემხრობა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, როდესაც თავად მას დაუდასტურდა კორონავირუსი, ინფექციით გამოწვეულ სიმპტომებს სწორედ რემდისივირით მკურნალობდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება რემდესივირის გამოყენებას COVID-19-ის სამკურნალოდ. თუმცა აშშ-ში დათანხმდნენ რემდესივირის COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყენებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი