ნეტგაზეთი | WHO ეწინააღმდეგება რემდესივირის გამოყენებას COVID-19-ის სამკურნალოდ WHO ეწინააღმდეგება რემდესივირის გამოყენებას COVID-19-ის სამკურნალოდ – Netgazeti
Batumelebi | RU

WHO ეწინააღმდეგება რემდესივირის გამოყენებას COVID-19-ის სამკურნალოდ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაახლა COVID-19-ის გაიდლაინი პრეპარატებთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაცია არ იძლევა ანტივირუსული მედიკამენტის, რემდესივირის გამოყენების რეკომენდაციას კორონავირუსით ინფიცირებულ, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, მიუხედავად დაავადების მიმდინარეობის სიმძიმისა.

სამედიცინო ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, რემდესივირი არ ახდენს გავლენას გარდაცვალების რისკსა და მართვითი სუნთვის საჭროებაზე და სხვა გართულებებზე. პრეპარატი, რომლის გამოყენებასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება, რამდენიმე თვის წინ აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა, როგორც პირველი პრეპარატი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ.

როგორც CNN-თან ჯონს ჰოპკინსის ცენტრის მეცნიერი ამეშ ადალია ამბობს, რემდესივირი კველვების საწყის ეტაპზე დამაიმედებელ მონაცემებს იძლეოდა, მაგრამ რაც უფრო და უფრო მეტი მონაცემები დაგროვდა მის ეფექტიანობაზე COVID-19-ის წინააღმდეგ, პირვანდელი მოსაზრებები იცვლება:

“მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რემდესივირის სარგებლიანობა, საუკეთსო შემთხვევაში, მინიმალურია და ერთადერთი, რაზეც მკვლევართა ნაწილი აპელირებდა, იყო ის, რომ წამალი პაციენტებს უფრო მალე განკურნებაში ეხმარებოდა, რისი მტკიცებულებებიც სუსტია. ვფიქრობ, იმ ფაქტმა, რომ რემდესივირი ანტივირუსული პრეპარატია და ზოგიერთ კვლევაში (და არა ყველა კვლევაში) გარკვეული შედეგი აჩვენა, საკმარისი აღმოჩნდა, რომ ადამიანებს მისი გამოყენება მონდომებოდათ იმ პირობებში, როდესაც დაავადების წინააღმდეგ სხვა ბრეკეტი არ არსებობდა.

ვფიქრობ, ეს მალე შეიცვლება. ჩვენ FDA-ს მიერ აღიარებული ბევრი პრეპარატი გვაქვს ბევრი დაავადებისთვის, რომელიც ყოველთვის ვერ ხვდება რეკომენდაციებსა და გაიდლაინებში”, – ამბობს ჰოპკინსის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რემდესივირზე ჩატარებულ კვლევაში არ მონაწილეობდა.

რეკომენდაცია რემდესივირის გამოყენების წინააღმდეგ დაეფუძნა 4 კვლევის მონაცემებს, რომელიც ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. მასში 7 333 ჰოსპიტალიზებული COVID პაციენტი მონაწილეობდა. WHO-ს განცხადებით, მცირეა რემდესივირის რაიმე სასარგებლო ეფექტი, თუ ასეთი მართლაც არსებობს, სერიოზული რისკის ზიანი კი რჩება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად რემესივირის მწარმოებელი ამერიკული კომპანია “გილეადიც”, რომელიც ამბობს, რომ იმედგაცრუებულია WHO-ის გაიდლაინით, რომელიც, მათი თქმით, უგულებელყოფს პრეპარატის ეფექტიანობის მტკიცებულებას მაშინ, როცა მსოფლიოს მასშტაბით შემთხვევები იზრდება, ალტერნატიული მედიკამენტი კი დამტკიცებული არ არის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.