ახალი ამბები

სახლების დემონტაჟი აფრიკის დასახლებაში დაპირისპირების ფონზე

15 დეკემბერი, 2020 • 940
სახლების დემონტაჟი აფრიკის დასახლებაში დაპირისპირების ფონზე

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებბული სახლების დემონტაჟს აპროტესტებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი პოლიციამ დააკავა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საუბარია 12 ნაგებობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოთ არის განთავსებული და მერიამ მათი დემონტაჟი დაიწყო.

აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. კალაძე აცხადებს, რომ ამ ადამიანებმა სახელმწიფო ქონება უკანონოდ დაიტაცეს და იქ ნაგებობები იმ მიზნით ააშენეს, რომ ეს ქონება მომავალში დაეკანონებინათ. მისი თქმით, სადავო ნაგებობებში არავინ ცხოვრობს და შენობების დემონტაჟის შემდეგაც უსახლკაროდ არავინ რჩება:

“ეს ადამიანები არიან, ვისაც აქვთ სახლები და მიწის ნაკვეთები, რაიონებში აქვთ ზოგს სახლები. სანამ მე ვარ ქალაქის მერი, არ დავუშვებთ, სახელმწიფო ქონებების უკანონოდ დატაცებები მოხდეს. ჩვენ ბევრ ოჯახს ვეხმარებით, რათა მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ სოციალურ-ეკნომიკური მდგომაროება, მაგრამ ეს მიდგომა მიუღებელია”, – ამბობს კალაძე.

მისი თქმთ, ვისაც სახლი არ აქვს, შეუძლია მუნიციპალური თავშესაფრით ისარგებლოს, რომელიც მისი თქმით ნახევრად ცარიელია.

ადგილობრივების ნაწილი კი ამბობს, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი