ახალი ამბები

“კორუფციაში ჩართულობას არავის არასდროს გავუტარებთ” — კალაძე

27 იანვარი, 2021 • 891
“კორუფციაში ჩართულობას არავის არასდროს გავუტარებთ” — კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის, ლავრენტი გოგსაძის დაკავებას გამოეხმაურა და თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს, 27 იანვარს აღნიშნა, მსგავსი გადაცდომები მიუღებელია და არავის “გაუტარებენ”.

„მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას და ის დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თანამშრომლებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანნი და თანაბარნი ვართ“, – განაცხადა  კახა კალაძემ.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი