ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

11 დეკემბერი, 2020 • 1241
პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ 86 ხმით არჩილ თალაკვაძე აირჩიეს, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი გიორგი ვოლსკი იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერები გახდნენ, ასევე, კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო. გამომდინარე იქიდან, რომ ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პარტია საპარლამენტო საქმიანობაზე ჯერჯერობით უარს ამბობს, პირველ სხდომაზე ვერ აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარის 2 მოადგილეს ოპოზიციური ფრაქციებიდან, ასევე, ვაკანტური დარჩება ყველა კომიტეტში ოპოზიციისთვის განკუთვნილი თავმჯდომარის მოადგილის კვოტა.

კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები პარლამენტში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – ანრი ოხანაშვილი;
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – მიხეილ სარჯველაძე;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი ბერაია;
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი;
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – სოზარ სუბარი;
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ირაკლი კოვზანაძე;
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – დავით სონღულაშვილი;
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ნინო წილოსანი;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – მაია ბითაძე;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე;
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – მაკა ბოჭორიშვილი;
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ბექა ოდიშარია;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – დიმიტრი ხუნდაძე;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი – თეა წულუკიანი;
  • სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტი – მიხეილ ყაველაშვილი.

ახალი მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იქნება, ფრაქცია “ქართულ ოცნებას” კი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ახალი რეგლამენტით ერთი პარტიის დეპუტატებს პარლამენტში მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეუძლიათ, შესაბამისად, “ოცნების” 90-ივე დეპუტატი ერთ საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანდებიან. მამუკა მდინარაძის მოადგილეები იქნებიან:

  • გივი მიქანაძე,
  • ნინო ლაცაბიძე,
  • ბექა დავითულიანი,
  • ირმა ზავრადაშვილი,
  • რიმა ბერაძე
  • ირაკლი ჩიქოვანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი