ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნიდერლანდებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში წლის ადამიანად სომეხი ტრანსგენდერი ქალი დაასახელეს

11 დეკემბერი, 2020 • 1516
ნიდერლანდებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში წლის ადამიანად სომეხი ტრანსგენდერი ქალი დაასახელეს

 

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფ ბლოკმა ყოველწიური პრიზი ადამიანის უფლებათა სფეროში “ადამიანის უფლება ტიტა” [The Human Rights Tulip]  ტრანსგენდერ ქალს სომხეთიდან, ლილიტ მარტიროსიანს გადასცა.

პრიზი ასევე, 100 ათასი ევროს ოდენობით ფულად ჯილდოს ითვალისწინებს, რომელიც გამარჯვებულმა კვლავ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში უნდა გამოიყენოს.

ლილიტ მარტიროსიანთან ერთად, მოკლე სიაში დასახელებული იყვნენ ასევე ქალთა უფლებების დამცველი გვატემალადან და ექიმი სუდანიდან.

ლილიტ მარტიროსიანზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი უფლებადამცველობითი საქმიანობის მნიშვნელობასა და იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ აგრძელებს ტრანსგენდერი ქალი მრავალრიცხოვანი მუქარების შემდეგ უფლებადამცველობით საქმიანობას.

ლილიტ მარტიროსიანი

2019 წლის 5 აპრილს სომხეთის პარლამენტში პირველად გამოვიდა სიტყვით ტრანსგენდერი უფლებამდაცველი ლილიტ მარტიროსიანი. გამოსვლის დროს მარტიროსიანმა ყველა იმ პრობლემის შესახებ ისაუბრა, რაც ტრანსგენდერ ადამიანებს სომხეთში აქვთ. მისმა გამოსვლამ როგორც დეპუტატების ნაწილის, ასევე, ეკლესიის წარმომადეგენელთა მხრიდან სიძულვილის შემცველი გამონათქვამები გამოიწვია.

პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა [ვიდეო]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი