ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი
2019 წლის 5 აპრილს სომხეთის პარლამენტში პირველად გამოვიდა სიტყვით ტრანსგენდერი უფლებამდაცველი ლილიტ მარტიროსიანი. მარტიროსიანმა გამოსვლის დროს ყველა იმ პრობლემის შესახებ ისაუბრა, რაც ტრანსგენდერ ადამიანებს სომხეთში აქვთ. მისმა გამოსვლამ როგორც დეპუტატების ნაწილის, ასევე, ეკლესიის წარმომადეგენელთა მხრიდან სიძულვილის შემცველი გამონათქვამები გამოიწვია.
ლილიტ მარტიროსიანი ნეტგაზეთთან საუბარში ჰყვება პარლამენტში მისი გამოსვლის, შემდგომი რეაქციების, პოლიციის მხარდაჭერისა და სომხურ საზოგადოებაში ტრანსგედერთა მიმართ სიძულვილის შესახებ.