ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტრანსგენდერი ქალის გამოსვლამ სომხეთის პარლამენტში ადამიანის უფლებების კომიტეტის უფროსი განარისხა

8 აპრილი, 2019 • 1585
ტრანსგენდერი ქალის გამოსვლამ სომხეთის პარლამენტში ადამიანის უფლებების კომიტეტის უფროსი განარისხა

“მე არავის გამოსვლის ორგანიზება არ გამიწევია, ადამიანის უფლებებზე მომუშავე მუდმივი საპარლამენტო კომისის ხელმძღვანელ ნაირა ზოგრაბიანს კი ყველა გამომსვლელის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია”, – ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა, მარია კარაპეტიანმა, მმართველი ბლოკიდან “ჩემი ნაბიჯი”, ადამიანის უფლებების საკითხებზე სომხეთის პარლამენტის კომისიის ხელმძღვანელის, ნაირა ზოგრაბიანის გამონათქვამების შესახებ კომენტირებისას.

ზოგრაბიანმა – ადამიანის უფლებების საკითხებზე ბოლო საპარლამენტო მოსმენის შემდეგ, სადაც მიწვეული იყვნენ უფლებადამცველები, არასამთავრობოების წარმომადგენლები, მათ შორის ტრანსგენდერები- მკაცრად გააკრიტიკა განხილული თემები, მის ორგანიზებაში დეპუტატი მარია კარაპეტიანი დაადანაშაულა და ტრანსგენდერი ქალის გამოსვლას “ამორალური საქციელი” უწოდა.

5 აპრილს სომხეთის ეროვნულ კრებაში პირველად გამოვიდა სიტყვით ტრანსგენდერი უფლებამდაცველი ლილიტ მარტიროსიანი.

“მე ვარ ქალი-ტრასნგენდერი და მოხარული ვარ, რომ პოსტრევოლუციურ სომხეთში შესაძლებლობა მომეცა ეროვნული კრების ტრიბუნიდან მესაუბრა. გთხოვთ, აღმიქვათ, როგორც კრებითი სახე გაუბედურებული, გაუპატიურებული, ფიზიკურ ძალადობაგამოვლილი, დამწვარი, დანით დაჭრილი, მოკლული, ემიგრირებული, დისკრიმინაციის მსხვერპლი, ღარიბი და უმუშევარი ტრანსგენდერებისა”, – განაცხადა მარტიროსიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

როგორც სომხური მედია წერს, “მარტიროსიანის გამოსვლამ დარბაზში მსხდომთა დიდი ნაწილის გაოგნება გამოიწვია, მათ შორის ზაირა ზოგრაბიანისა, პარტია “აყვავებული სომხეთიდან”, რომელმაც, მართალია, დაასრულებინა სიტყვა გამომსვლელს, თუმცა შემდეგ მწვავედ გააკრტიკა მისი გამოსვლა”.

“ლილიტ მარტიროსიანმა უგულებელყო დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები და სხვა თემაზე ისაუბრა. ვფიქრობ, ეს არ არის პატივსაცემი საქციელი, პირველ რიგში ჩემ, როგორც კომისიის ხელმძღვანელი,ს მიმართ, შემდეგ კი – უკვე პარლამენტის. თქვენს უფლებებს არავინ არღვევს, მაგრამ დღეს ჩვენ კონკრეტული დღის წესრიგი გვაქვს, რომელიც თქვენ დაარღვიეთ. ეროვნულ კრებაში აუცილებლად მოგიწვევდნენ, თუ საკითხები თქვენ შეგეხებოდათ”,- განაცხადა დეპუტატმა.

მისი გამოსვლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ზოგრაბიანის თანამდებობიდან გათავისუფლებაც მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი