ახალი ამბები

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

2 დეკემბერი, 2020 • 3318
კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ალადაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დახმარების და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ დაუდსტურდა.

დავითაშვილი კლინიკაში დაახლოებით ორი კვირის წინ გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მას აღენიშნებოდა სეფსისი, სეპტიკური შოკი, პოლიორგანული უკმარისობა და თირკმლის მწვავე უკმარისობა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კობა დავითაშვილს 2017 წელს დაუდგინეს ბეხტერევის დაავადება, რომელიც რთულად მიმდინარეობის შემთხვევაში, ხერხემლის სრული უძრაობით ხასიათდება.

კობა დავითაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი