ახალი ამბები

საბიუჯეტო დაფინანსებას “ლეიბორისტული პარტიაც” მიიღებს, საპარლამენტოს – არა – ნათელაშვილი

2 დეკემბერი, 2020 • 1046
საბიუჯეტო დაფინანსებას “ლეიბორისტული პარტიაც” მიიღებს, საპარლამენტოს – არა – ნათელაშვილი

საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე თანხმობა “ლეიბორისტულმა პარტიამაც” განაცხადა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა და განმარტა, რომ ის არა საპარლამენტო [დეპუტატის ხელფასი და ა.შ.], არამედ პარტიის დაფინანსებას მიიღებს.

2021 წლისათვის, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის წინასწარი შედეგების საფუძველზე, დაფინანსება სულ 14 პარტიას ეკუთვნის.

თუმცა ორმა პარტიამ — “გირჩმა” და ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებმა” პარტიის საბიუჯეტო დაფინანზებაზე თანხმობა არ განაცხადეს და  ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიური პარტიების მიერ საბიუეჯეტო დაფინანსების მიღება საპარლამენტო არჩევნების შედეგების ირიბ აღიარებად მიიჩნიეს.

საპასუხოდ შალვა ნათელაშვილმა “გირჩს” და “მოქალაქეებს” “ლეიობორისტული პარტიის” წარსული შეახსენა და აღნიშნა, რომ ახალდაფუძნებულ “ლეიობორისტულ პარტიას” საბიუჯეტო დაფინანსება 12 წელი არ ჰქონია.

“როგორ შეიძლება დეპუტატის ხელფასის აღება, როცა პარლამენტში არ ირიცხები. პარტიის დაფინანსების არაღება ნიშნავს, რომ პარტია დაშალო[…] ყველამ მინდა გაითვალისწინოს, რომ “ლეიბორისტული პარტია” 1995 წლიდან 2007 წლამდე, 12 წელი, დაფინანსების გარეშე იბრძოდა და ისეთი მიღწევები ჰქონდა, რომ მილიარდები აჩუქა ხალხს. ამიტომ 12 წელი ჩემმა ახალმა კოლეგებმაც გაატარონ დაფინასების გარეშე და ჩვენსავით მერე აიღონ დაფინანსება”, — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დაფინანსებაზე თანხმობა შემდეგმა პარტიებმა განაცხადეს:

  • “ქართული ოცნება”
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ბლოკში შემავალი პარტიები —”ნაციონალური მოძრაობა”, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, “პროგრესი და თავისუფლება”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” და “ევროპელი დემოკრატები”;
  • “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელის” ბლოკში შემავალი პარტიები — “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” და “კანონი და სამართალი”;
  • “ევროპული საქართველო”;
  • “პატრიოტთა ალიანსი”,
  • “ლელო”,
  • “ლეიბორისტული  პარტია”.

 

პარტიების დაფინანსება- უთანხმოება ოპოზიციაში და “ოცნების” მუქარა

მასალების გადაბეჭდვის წესი