აქტიტივისტს, რომელსაც პარლამენტთან პროტესტის მონაწილეთა დაკავებისას პოლიციის ავტომობილის კარში ხელი ჩაყვა, სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ინფორმაცია თათუშა არველაძემ “ნეტგაზეთს” თავად დაუდასტურა.

“თურმე დაუმორჩილებლობა ყოფილა პოლიციის მანქანაზე ხელის მიდება წონასწორობის შენარჩუნების მიზნით”, – ამბობს აქტივისტი.

მისი თქმით, უთხრეს, რომ სასამართლო პროცესი მომდევნო 20 დღის მანძილზე დაინიშნება.

პარლამენტთან აქტივისტები დღის მეორე ნახევარში დააკავეს. აღნიშნულს წინ უძღოდა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერ, ელენე ხოშტარიასა და სხვების მცდელობა, პარლამენტთან სტენსილების დაეხატათ.

ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა და აქტივისტები – ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე – დააკავა. ორივე მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დაპირისპირება პარლამენტთან: დააკავეს ორი აქტივისტი