ახალი ამბები

ოქსფორდის ვაქცინა ახალ გლობალურ კვლევას გაივლის

27 ნოემბერი, 2020 • 853
ოქსფორდის ვაქცინა ახალ გლობალურ კვლევას გაივლის

კორონავირუსზე ოქსფორდის ვაქცინა ახალ გლობალურ კვლევას გაივლის. როგორც The Guardian წერს, ამის მიზეზი ექსპერტთა მოსაზრებებია, რომლებიც ვაქცინის 90%-იან ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებენ.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ვაქცინამ, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა და კომპანია AstraZeneca-მ შექმნეს, 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

მაშინ ოქსფორდის უნივერსიტეტი აცხადებდა, რომ ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზამ მიღებული პროდუქტის 70%-იანი ეფექტინობა აჩვენა, თუმცა ეს რიცხვი ორი სხვადასხვა დოზირების რეჟიმის მონაცემებს აერთიანებდა. დოზირების პირველ შემთხვევაში ვაქცინის ეფექტიანობა 90% იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში – 62%. პირველი მეთოდის დროს გამოიყენეს ვაქცინის ნახევარი, ხოლო შემდეგ- სრული დოზა, რაც დოზირების სწორ რეჟიმად იქნა მიჩნეული.

კითხვები სწორედ დაბალი დოზის გამოყენების დროს ვაქცინის ეფექტიანობაზე გაჩნდა.

AstraZeneca-ს ბიოფარმაცევტული საშუალებების ხელმძღვანელმა მენე პანგალოსმა დაადასტურა, რომ დაბალი დოზით ჩატარებული კვლევის დროს ცდებში ჩართული პირების ასაკი 55 წელს არ აღემატებოდა. სწორედ ამან გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა ვაქცინის ამ დოზის მაღალი ეფექტიანობა საცდელი პირების ახალგაზრდა ასაკით ყოფილიყო გამოწვეული, რადგან Covid-19-ის რისკჯგუფები ასაკოვანი ადამიანიები არიან.

ხუთშაბათს AstraZeneca-მ განაცხადა, რომ ახალ გლობალურ კვლევას დაბალი დოზის გამოყენებით ჩაატარებს.

როგორც The Guardian წერს, დამატებითმა კვლევამ დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში მარეგულირებლის მიერ ვაქცინის დამტკიცების ვადაზე დიდი გავლენა არ უნდა მოახდინოს.

ოქსფორდის ვაქცინაზე უფრო მეტ იმედებს განვითარებადი ქყვენები ამყარებენ, რადგან Pfizer-BioNTec-ის და Moderna-ს ვაქცინებისგან განხსვავებით, ის შედარებით იაფია და ამასთან ერთად, მისი შენახვა მაცივრის ტემპერატურაზე უფრო მარტივია.

 

ოქსფორდის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა – წინასწარი მონაცემები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი