ახალი ამბები

მშენებლობას, წარმოებებსა და ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებს შეზღუდვა არ შეეხებათ — ცქიტიშვილი

26 ნოემბერი, 2020 • 879
მშენებლობას, წარმოებებსა და ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებს შეზღუდვა არ შეეხებათ — ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, გაზაფხულთან შედარებით 26 ნოემბრისათვის დაანონსებული შეზღუდვები კიდევ უფრო ნაკლებ სფეროს შეეხება.

მისი თქმით, სისტემური ლოქდაუნი ან სრული ჩაკეტვა გამორიცხულია. როგორც ცქიტიშვილი ამბობს, პირველ ეტაპზე კონცეტრირებული იქნებია სარესტორნო ბიზნესსა და სავაჭრო ქსელებზე, სადაც ადამიანების მაღალი მობილობაა.

ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ ეტაპზე კიდევ უფრო გამკაცრდეს 22:00 საათის შემდეგ არსებული გადააგილების შეზღუდვა,ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასაც.

“ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ წერტილოვან შეზღუდვებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებზე, უფრო დიდ ქალაქებზე, სადაც შეზღუდვები ამოქმედდება, მაშინ, როდესაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შეზღუდვები იქნება უფრო მსუბუქი. ამასთან ერთად, ბევრად უფრო ნაკლებ სფეროს შეეხება შეზღუდვები და მშენებლობა არის ის ერთ-ერთი დიდი სფერო, რომელსაც პირველი ტალღის დროსაც ვეცადეთ, რომ ნაკლებად შევხებოდით. ამ ეტაპზე არ შევეხებით, არ ვეხებით არც სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებს და არც კერძო სამშენებლო საქმიანობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეხებით წარმოებას, არანაირი სახეობის წარმოების შეზღუდვა არ იგულისხმება და ასევე არ შევეხებით იმ საქმიანობებს, სადაც ბევრად უფრო კარგად ხდება, ერთი მხრივ, წესების დაცვა და, მეორე მხრივ, უფრო მარტივია წესების დაცვა და სადაც მობილობა არ არის იმდენად მაღალი”, — განაცხადა ცქიტიშვილმა “იმედის” ეთერში.

მისივე თქმით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მობილობაც შემცირდება და ძალიაბ ბევრი ორგანიზაცია დისტანციურ რეჟიმზე გადავა.

ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს სოციალური დახმარების პაკეტზეც, რომელიც საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მომდევნო 2 თვის განმავლობაში დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი.

მთავრობა 26 ნოემბერს კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებით შეზღუდვებსა და მომდევნო ორი თვის სამოქმედო გეგმასაც გამოაცხადებს.

მთავრობა ახალი შეზღუდვების გამოცხადებას ხვალ აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი