ახალი ამბები

2 კვირაში ერთხელ გაიტესტებიან მასწავლებლები, ასევე, სავაჭრო და კვების ობიექტების თანამშრომლები – ცქიტიშვილი

22 იანვარი, 2021 • 1141
2 კვირაში ერთხელ გაიტესტებიან მასწავლებლები, ასევე, სავაჭრო და კვების ობიექტების თანამშრომლები – ცქიტიშვილი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო ობიექტების და კვების ობიექტების თანამშრომლების ნაწილი, ასევე სკოლის მასწავლებლები, 2 კვირაში ერთხელ კორონავირუსის ტესტს გაიკეთებენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, რომელსაც 30-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, ვალდებული იქნება, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების მინიმუმ 20%-ს გაუკეთონ ტესტირება. კვების ობიექტებში კი თანამშრომელთა არანაკლებ 50%-ის ტესტირება იქნება სავალდებულო. ამასთან, ცქიტიშვილის თქმით, სკოლების გახსნის პარალელურად, სახელმწიფო ორ კვირაში ერთხელ უზრუნველყოფ სმასწავლებლების ტესტირებას.

“უკვე დღეიდან ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით, პირველ მარტამდე, ანუ ბიზნესისთვის უფასოდ გატესტონ თავისი თანამშრომლები აღნიშნული ტესტირების პროტოკოლის შესაბამისად. ეს მიდგომა ჩვენ საშუალებას მოგვცემს, და ასევე ბიზნესს, დაიცვას თავისი თანამშრომლები, დაიცვას მომხმარებელიც და ზოგადად, ქვეყანას აგვაცილოს ვირუსის უკონტოროლო გავრცელება”, – განმარტა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების მუდმივი ტესტირება.

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას მარტიდან ვგეგმავთ – მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი