ახალი ამბები

შედეგების ატვირთვისას იყო ტექნიკური ხარვეზი; შესაძლოა, ეს არის გარე ჩარევა – ცესკო

22 ნოემბერი, 2020 • 998
შედეგების ატვირთვისას იყო ტექნიკური ხარვეზი; შესაძლოა, ეს არის გარე ჩარევა – ცესკო

ცესკო ტექნიკური ხარვეზით ხსნის მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც, “ქართული ოცნების” კანდიდატებმა ზოგიერთ ოლქში 100%-ზე მეტი აიღეს. აღნიშნული რიცხვები საიტზე რამდენიმე წუთის მანძილზე იყო ხელმისაწვდომი.

უწყება არც “გარე ჩარევას” გამორიცხავს.

“შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის”, – ამბობს უწყება.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

17-ვე ოლქში “ოცნებამ” მოიგო – მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე

მასალების გადაბეჭდვის წესი