ახალი ამბები

17-ვე ოლქში “ოცნებამ” მოიგო – მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე

22 ნოემბერი, 2020 • 1067
17-ვე ოლქში “ოცნებამ” მოიგო – მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე

ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, თუმცა იგი  21 ნოემბერს მაინც ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ჩვიდმეტივე ოლქში “ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს.

ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები მაინც იყვნენ ბიულეტენებში საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად.

ცესკოს თანახმად, დათვლილია უბნების 88%.

ოცნების გამარჯვებული კანდიდატები მეორე ტურში ცესკოს მონაცემების მიხედვით:

#1 ოლქი -ბექა ოდიშარია
# 2 ოლქი – ნოდარ ტურძელაძე
# 3ოლქი -დავით სერგეენკო
# 4 ოლქი – კახა კახიშვილი
# 5 ოლქი – სოზარ სუბარი
# 6 ოლქი – გიორგი ვოლსკი
# 7 ოლქი – მიხეილ ყაველაშვილი
# 8 ოლქი – ლევან კობიაშვილი
#10 ოლქი – ირაკლი ქადაგიშვილი
#11 ოლქი-მცხეთა მთიანეთი – შალვა კერესელიძე
#12 ოლქი – ნინო ლაცაბიძე
#16 ოლქი ზაალ დუგლაძე
#21 ოლქი -ბეჟან წაქაძე
#23 ოლქი ზაზა ლომინაძე
#27 ოლქი – ირაკლი ჩიქოვანი
#28 ოლქი – რესან კონცელიძე
#30 ოლქი – ანზორ ბოლქვაძე

პირველ ტურში, ცესკოს მონაცემებით, ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს დანარჩენ 13 მაჟორიტარულ ოლქში.

პარლამენტი კომპლექტდება პროპორციული წესით არჩეულ 120 და მაჟორიტარული წესით არჩეულ 30 დეპუტატისგან.

ოპოზიცია არალეგიტიმურს უწოდებს არჩევნების შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ ის გაყალბდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი